Wednesday, July 14, 2010

მამული, ენა და სარწმუნოება

1. სახელი:ქართული ენა და ლიტერატურა
2. პროექტის მოკლე აღწერა: ენა ადამიანთა შორის ურთიერთობის, აზრთა გაზიარების და სამყაროს შეცნობის საშუალებაა. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა–პაპათაგან მამული, ენა და სარწმუნოება და თუ ამათაც არ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას.
3. პროექტის სრული აღწერა: გამოყენებული პროექტები მოსწავლეებს დაეხმარება საგნის ღრმად გაგებაში. მსოფლიოში სამიათასამდე ენაა და მათ შორის ერთ–ერთი ქართული. მოსწავლეები გაიგებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის ცოდნა. სამწუხაროდ დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა, უცხო ენებიდან შემოდის სიტყვები და მკვიდრდება. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, რომ არ უნდა დავაბინძუროთ ენის წიაღი, რომ ქუჩაშიც ისე უნდა ვისაუბროთ როგორც სახლში და რასაც იქ გავიგონებთ არ უნდა ავიტაცოთ, როგორც ახალი და სასარგებლო. მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდობა ცუდ მაგალითს აძლევს პატარებს. ამიტომ უნდა ჩავუნერგოთ პატარაობიდანვე რომ არ დავაბინძუროთ ენა, ვისწავლოთ კარგად, არ გამოვიყენოთ უცხო ენიდან შემოსული სიტყვები და ვისაუბროთ წმინდა ქართულით.
4. მონაწილეთა ასაკი: 9, 10, 11, 12 კლასი.
5.ვადები.ერთი ტრიმესტრი.
6. პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში: მოსწავლეები დაინტერესდებიან ამ საკითხით. ინტერნეტში მოიძიებენ მასალას, უხუცესებს შეხვდებიან და გაიგებენ თუ როგორ საუბრობდნენ ძველად, დაინტერესდებიან საქართველოს ყველა კუთხის მეტყველებით, ასევე დამწერლობის შესახებ გაიგებენ ბევრ საინტერესოს, რომ დამწერლობა სამი გვქონდა: მრგლოვანი, ნუსხური და მხედრული. დღეს ჩვენ ვსარგებლობთ მხედრული დამწერლობით.
7.მოსალოდნელი შედეგები:შედეგი მართლაც კარგია და სასარგებლო მოსწავლეებისათვის. მათ გაიგეს ბევრი რამ ენის შესახებ. მომავალში აღარ ისაუბრებენ ცუდად და აღარ დააბინძურებენ ენას უცხო სიტყვებით, რასაც ბარბარიზმება ქვია.
8.სარგებელი სხვებისათვის:მოხდება აზრთა გაზიარება, გაცვლა და სხვებსაც აღარ მიცემენ უფლებას, რომ ენა დააბინძურონ.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან კავშირი: ისტორია.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქვედა ვაშლოვანი.
12. პროექტის ავტორი სახელი: თეონა აბულაძე.
13. პროექტის ავტორის ელ. ფოსტა:teonaabuladze2010@gmail.com
14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: